შატო კვირიკე

შატო კვირიკე

ქობულეთი, საქართველო

ongoing პროექტი (2025 - 2027)

საცხოვრებელი კომპლექსი

შატო კვირიკეს არქიტექტურული კონცეფცია სრულად ქართულ თემატიკას ეფუძნება.შენობის მასშტაბი, პროპორციები და გამოყენებული მასალები შერჩეულია ისე, რომ არქიტექტურა იყოს მსუბუქი და ჰარმონიულად ერწყმოდეს გარემოს. აგური და აგურისფერი ქვა ქმნის თბილ, ბუნებრივ იერსახეს, რომელიც ერთდროულად კლასიკურიცაა და თანამედროვეც. ფერთა პალიტრა და მასალების ტექსტურა კომპლექსს ცოცხალ არქიტექტურულ აქცენტს სძენს და ქმნის გარემოს, სადაც არქიტექტურა, ბუნება და კომფორტი ერთიან სისტემად ერწყმის ერთმანეთს. 

11 500 კვ.მ ფართობზე განთავსებული კომპლექსი ყველა მხრიდან უზრუნველყოფილია მისადგომი გზებით, რაც ქმნის კარგად ორგანიზებულ და კომფორტულ სივრცეს. 

რვასართულიანი შენობის პირველ სართულზე საზოგადოებრივი და სარეკრეაციო ზონები, რესტორნები, სპა ცენტრი და შიდა აუზი, რაც კომპლექსს ოთხსეზონიან ფუნქციურ დანიშნულებას ანიჭებს.

დამკვეთი: თაუერ ჯგუფი

დანიშნულება: სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი

მისამართი: ქ. ქობულეთი, დ. კლდიაშვილის ქუჩა N2