გოდერძი
გოდერძი
გოდერძი, საქართველო
ongoing პროექტი (2026 - 2029)
სასტუმრო კომპლექსი სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე.
წარმოგიდგენთ მორიგ პროექტს, რომელიც მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე.
პროექტის არქიტექტურული ფორმირების პროცესი წარმოადგენს ტრადიციული მაღალმთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი ელემენტებისა და თანამედროვე მასალების სინთეზს, რომლის შედეგად შენობის მოცულობა მაქსიმალურად ჰარმონიულადაა შერწყმული ბუნებრივ გარემოსთან.
მთის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი წახნაგოვანი ფორმები შეფუთულია გადახურვის ტრადიციული ხალხური ელემენტის, ყავარის, თანამედროვე ინტერპრეტაციით. მაღალი ხარისხის დამუშავებული ნატურალური ხით შეფუთული კედლები მეტ სიმყუდროვეს და ბუნებრივობას სძენს სივრცეს. კუთხის პანორამული პრემიუმ კლასის ალუმინის ტრიპლეტ ვიტრაჟები კი პროექტის თანამედროვეობას უსვამს ხაზს. ღამით შენობა აქცენტირებულია ლედ განათების ზოლებით.
ტერიტორიაზე არსებული ნალექებისა და თოვლის სიუხვიდან გამომდინარე, ღია ტერასებზე მოეწყობა იატაკქვეშა გათბობა.
პირველ სართულზე რეცეფციის უკან მოეწყობა ატრიუმი, რომელიც ბუნებრივი განათების წყაროს გარდა წარმოადგენს მინით შეფუთულ ზამთრის ბაღს, მარადმწვანე ეგზოტიკური მცენარეებითა და გამწვანებით. ზამთრის ბაღის გარშემო მოეწყობა პრემიუმ კლასის ლაუნჯ-ბარი, მოსასვენებელი სივრცითა და ბუხრით.
სასტუმროს კომპლექსი სრულადაა მორგებული ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის, პროექტი ითვალისწინებს:
თხილამურებისა და სნოუბორდების შესანახ სივრცეს და ეკიპირების გამოსაცვლელ ოთახს ქუჩასთან პირდაპირი გასასვლელი კომპლექსში გათვალისწინებულია მიწისქვედა პარკინგი 2000 კვ,მ-ზე
სპა ცენტრი და საუნა
გასართობი სივრცე,
რესტორანი,
24/7 კონსიერჟის მომსახურება.