სიმფონია

სიმფონია

ბათუმი, საქართველო

ongoing პროექტი (2025 - 2029)

სასტუმრო კომპლექსი

წარმოგიდგენთ ალფა არქიტექტურის ნამუშევარს სასტუმრო კომპლექსს "სიმფონია"-ს შპს "ქეიპ 23"-სთვის.

წარმოგიდგენთ ქალაქ ბათუმში, მწვანე კონცხზე დაპროექტებულ 16 სართულიან სასტუმრო კომპლექსს, გამორჩეული ხედებითა და არქიტექტურით. აღნიშნული პროექტის არქიტექტურული გადაწყვეტა, კერძოდ ტალღოვანი კონსოლური ფორმები, მწვანე კონცხის ცენტრალური ტერიტორიისთვის დამახასიათებელ არასტანდარტულ რელიეფურ ფორმებს და ზღვის თემატიკას ეფუძნება. პროექტში გამოყენებული ალუმინის კომპოზიტური მასალა ხის ფაქტურით, ჰარმონიულადაა შერწყმული ექსტერიერთან, რაც განპირობებულია გარშემო არსებული მწვანე ნარგავების სიუხვით. დამატებით, პროექტის ღია ტერასაზე განთავსებულია აუზი, ჯაკუზი, ბარი და სხვა ინფრასტრუქტურა. ტერასიდან იშლება უნიკალური პანორამული ხედები ქალაქზე, ზღვასა და მთაზე.