თევზის რესოტრანი

თევზის რესოტრანი

ბათუმი, საქართველო

finished პროექტი (2022 - 2024)

პრემიუმ განვითარება რუსთავი-ში

წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს, თევზის რესტორანს, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ბათუმის მიმდებარედ. 
▪პროექტის მთავარი ხიბლი არის ულამაზესი ხედი ბათუმზე, რომელიც იშლება როგორც ღია ტერასიდან, ასევე შენობის გამწვანებული გადახურვიდან. 
▪პროექტის კონცეფცია დაფუძნებულია არსებულ გარემოსა და ფუნქციურ დანიშნულებაზე. შენობა მაქსიმალურადაა შერწყმული ბუნებასთან.
▪გამოყენებული მასალები და ფორმები არის ზღვის მოტივების მატარებელი და ხაზს უსვამს წყალთან სიახლოვეს. 
▪ფასადი შედგება ნახევრადგამჭვირვალე  და ხის პანელების კომბინაციისგან, რაც ერთი მხრივ ქმნის თევზის “ქერცლის” იმიტაციას, ხოლო მეორე მხრივ წარმოადგენს გამოძახილს ადგილობრივი კულტურისთვის დამახასიათებელ ხის გადახურვის ელემენტთან, ყავართან.