მონტემარი

მონტემარი

გონიო, საქართველო

ongoing პროექტი (2024 - 2027)

პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი

პროექტი: მონტემარი

დამკვეთი: გუმბათი ჯგუფი

1 ჰექტარზე განთავსებული საპროექტო ტერიტორია მდებაროებს გონიოს კურორტზე, ზღვისპირა ზოლში. მიწას ორი მხრიდან გასდევს არსებული შიდა საქალაქთაშორისო გზა, საპროექტო გადაწყვეტით დარჩენილი ორი მხრიდან ტერიტორიას დაემატება ორმხრივი გზები. 

მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი შედგება სამი 16 სართულიანი ბლოკისგან, შენობებს შორის თავისუფალი სივრცე მაქსიმალურადაა ათვისებული მწვანე ნარგავებით, სკვერითა და საზოგადო სივრცეებით. კომპლექსს გააჩნია 300 ერთეულზე გათვლილი საპარკინგე სივრცე.

პროექტი თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით წარმოადგენს ზღვის მოტივებისა და თანამედროვე არქიტექტურული ელემენტების ჰარმონიულ სინთეზს. ზღვისკენ მიმართულ ფასადებზე განთავსდა უნიკალური კონსტრუქციული ელემენტი, რომელიც სახურავზე გადმოკიდებული ტერასის სახით გვირგვინდება. ალუმინის რელიეფური ფურცლოვანი მასალით შეფუთვა და მოცულობითი ფორმა ნიჟარის ასოციაციას იწვევს და ხაზს უსვამს ზღვასთან სიახლოვეს. 

შენობის კიდევ ერთი გამორჩეული და უცხო ელემენტია პანორამული პრემიუმ ბინები ინდივიდუალური ტერასითა და ჯაკუზით, რომელიც გადაჰყურებს ზღვას და წარმოადგენს პროექტის სავიზიტო ბარათს.