სერენადა

სერენადა

ბათუმი, საქართველო

ongoing პროექტი (2025 - 2028)

საცხოვრებელი კომპლექსი

კომპლექსი "სერენადა" გამოირჩევა სწორი, კუთხოვანი ფორმებითა და ინდუსტრიული სტილით. შენობის მთავარ ფასადზე მოთავსებულია უნიკალური პანორამული ლიფტი, რომელიც მიწის ნიშნულს პირდაპირ აკავშირებს შენობის სახურავზე განთავსებულ ინფინიტი აუზსა და ღია ტერასასთან. შენობის ფასადი მოპირკეთებულია ლითონის დეკორატიული ელემენტებითა და საკუთარი ტექნიკური სივრცეებითა და ირიგაციის სისტემით აღჭურვილი ცოცხალი გამწვანებული ელემენტებით. ფასადზე უხვადაა გამოყენებული პანორამული შუშები, რაც ამსუბუქებს მოცულობას და ამავდროულად ინტერიერში მაქსიმალური სინათლის შესვლას უწყობს ხელს.

Serenade-ს პროექტი წარმოადგენს Tempo Holding-ისთვის ჩვენს მიერ უკვე დაპროექტებული სხვა პროექტის, Queen's Residence-ს ერთგვარ გაგრძელებას. შესაბამისად ამოცანა იყო არქიტექტურულად განსხვავებული თუმცა ერთ კომპოზიციაში ჩასმული პროექტი. მიუხედავად ვიზუალური გადაწყვეტის სხვაობისა, ფერთა გამით და მცირე არქიტექტურული დეტალების გამოყენებით შექმნილია ერთიანი კონცეფცია.

პროექტი: სერენადა

კომპანია: ტემპო ჰოლდინგი